“რუსეთის ეს უღიმღამო ქცევა (მისი ეფექტი ნულის ტოლია) აჩვენებს, რომ მას სხვა ბერკეტები არ აქვს… გარდა ამ ქაღალდების შრილიასა, რუსეთს სხვა არაფერი გააჩნია. მას უნდა, რომ ამ ფორმით საქართველო კონფრონტაციაში ჩაიყოლიოს და პოლიტიკა შეაცვლევინოს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ფონზე მკაფიოდ და ცალსახად უნდა ვმოძროაბდეთ ნატოსა და ევროკავშირისაკენ. ჩვენი თვითმიზანი რუსეთთან ურთიერთობა კი არაა, არამედ ევროკავშირთან ურთოერთობა რუსეთთან ურთიერთობის გართულების გარეშე”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს, 18 მარტს კრემლში ვლადიმირ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი მოაწერეს.