ახალი ამბები

ნადირაშვილი: ღარიბაშვილმა 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა

18 მარტი, 2015 •
ნადირაშვილი: ღარიბაშვილმა 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა

როგორც ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეკვეთა (ორ კომპანიაზე: ლაიფსტაილი და იტალ დიზაინი) განხორციელდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც ლარმა დევალვაცია დაიწყო.

 

 
 

 
ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე 2014 წელს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ტენდერები არ იძებნება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს მონაცემების ვებგვერდზე “წესით, ასახული უნდა იყოს, ამიტომ ისინი მიზეზს გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან”.


ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ისინი ირმა ნადირაშვილს განცხადებით უპასუხებენ, რომელიც ცოტა ხანში გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი