ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის მზვერავებმა სომხეთის მთებში წვრთნები დაიწყეს

17 მარტი, 2015 •
რუსეთის მზვერავებმა სომხეთის მთებში წვრთნები დაიწყეს

გარდა ამისა, მზვერავები გაივლიან წვრთნას საომარ პირობებში სროლაში, რომლის დროსაც დაეუფლებიან ხმაურის გარეშე ცეცხლის გახსნის მეთოდიკას. 

 

საუკეთესო მებრძოლები ჩრდილოეთ ოსეთში მზვერავთა სამხარეო შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. 


რუსული სამხედრო ბაზა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში 1995 წლიდან არსებობს და მხარეების მიერ რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენლად განიხილება. სამხედრო ბაზის ფუნქციონირების ვადები პირველი ხელშეკრულებით 25 წლით განისაზღვრა, თუმცა 2010 წელს, სომხეთში რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ შეთანხმება კიდევ 49 წლის განმავლობაში, ანუ 2044 წლამდე იქნება ძალაში.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი