“შემოწმების ფარგლებში გამო­იკვეთა, რომ რამდენიმე ორგანი­ზაციისთვის მონაცემთა გადაცემა ხდებოდა სამართლებრივი საფუძ­ვლის იდენტიფიცირების გარეშე (ხშირ შემთხვევებში სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციებს შორის გა­ფორმებულ ხელშეკრულებაში/მე­მორანდუმში არ იყო მითითება და სააგენტოც არ ფლობდა დაზუსტე­ბულ ინფორმაციას, თუ კანონმდებ­ლობით დაკისრებული რომელი მო­ვალეობის შესასრულებლად იყო აუცილებელი სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მიღება), ­ დასაბუთებული არ იყო მონაცემთა მი­ღების საჭიროება.

ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სააგენტოს დაევალა დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრე­ლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რის შედეგადაც დაზუს­ტდა მონაცემების მიწოდების სა­მართლებრივი საფუძვლები და მიზ­ნები, განხორციელდა ცვლილებები ცალკეულ ორგანიზაციებთან დადე­ბულ ხელშეკრულებებში, სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან წვდომა შე­უწყდათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, რეგიონული მართვის სა­კითხებში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრის აპარატს”, – ნათქვამია ანგარიშში.


ინსპექტორის აპარატმა ნეტგაზეთთან ვერ დააკონკრეტა, რომელ ორგანიზაციებს დარჩათ სისტემაზე წვდომა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ შორის არიან კომერციული ბანკები. რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა იმავე ორგანიზაციებს წვდომა mygov.ge-ს ანგარიშზე, ინსპექტორის აპარატში გვითხრეს:


“ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მაი გოვ ჯის პორტალი ფუნქციონირებს და იყენებს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას. ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, მას ცალკე ბაზა არ აქვს. სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დააკონკრეტოს და გამოკვეთოს მაი გოვ ჯის პორტალის მფლობელის (მონაცემთა გაცვლის სააგენტო) როლი მონაცემთა მიწოდების დროს, ამ თემაზე კიდევ გრძელდება მუშაობა და ამ ეტაპზე შეწყვეტილი არ არის”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *