ახალი ამბები

სანიკიძე: ირანთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება სწორი ნაბიჯი არ იყო

17 მარტი, 2015 •
სანიკიძე: ირანთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება სწორი ნაბიჯი არ იყო

“ქართული ოცნების” წევრ პარლამენტარს მიაჩნია, რომ საქართველო ორკარიან დერეფანს ემსგავსებოდა, რომელშიც ვისაც უნდოდა, შედიოდა და ვისაც უნდოდა, გადიოდა, თუმცა, ირანი საქართველოს მხარდამჭერი სახელმწიფოა და მასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება სწორი არ იყო.

„საქართველო ორკარიან დერეფანს ემსგავსებოდა, ვისაც უნდოდა, შემოდიოდა, ვისაც უნდოდა, გადიოდა. ის, რაც ხდება ჩვენს ჩრდილოეთში და სამხრეთში, ჩვენ გვავალდებულებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ, მაგრამ ირანთან გაუქმება სწორი არ იყო. ამით, პირველ რიგში, ჩვენს თანამემამულეებს შეექმნათ პრობლემა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს. ირანი ჩვენთვის სახიფათო ქვეყანა არ არის. მისი როლი რეგიონში ძალიან იზრდება. თუ დასავლეთი და ირანი მოილაპარაკებენ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობების დალაგება მთლიანად შეცვლის რეგიონში მდგომარეობას. მე ვგეგმავ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და ამ საკითხზე საუბარს, ვფიქრობ, რომ მოვაგვარებთ. ირანი არის ის ქვეყანა, რომელიც სტაბილურად მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ირანი დაინტერესებულია, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყოს“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “კვირის” პრესკლუბსი.

 
2014 წლის პირველი სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე შეეზღუდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სავიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ განაპირობა.

 

უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოში აქვთ ევროპის, ნატოს, დსთ-სა და პარტნიორი ქვეყნების წარმოამდგენლებს. ქვეყნების ჩამონათვალი 118-დან 94-მდე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი