გამომდინარე იქიდან, რომ მომხმა­რებელსა და პერსონალს შორის კო­მუნიკაციის დროს ადგილი აქვს ჯან­მრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ინსპექტორის განმარტებით, ასეთი კომუნიკაციის აუდიოჩაწერა ქმნის მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში არაპროპორციული და არაადეკვატუ­რი ჩარევის საფრთხეს, “განსაკუთრე­ბით მაშინ, როცა მომხმარებლები არ არიან ინფორმირებულნი აუდიოჩაწერის მიმდინარეობის შესახებ”.

“ინს­პექტორმა გამოითხოვა ინფორმაცია სააფთიაქო ქსელებიდან და მიმდინა­რეობს საკითხის დეტალური შესწავლა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაცაა შეფასებული:

 

“საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქ თბილისის მეტროსადგურების ვესტიბიულის, ბაქანის და მიმდებარე ქუჩის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერე­ბის ტრანსლირება რამდენიმე ვებგვერ­დის საშუალებით ხდებოდა და, შესაბა­მისად, ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. საკითხის შესწავლის შედეგად გა­მოიკვეთა, რომ მეტროსადგურებში მიმდინარე ვიდეოთვალთვალის ჩანა­წერების პირდაპირ რეჟიმში გადაცემა ცალსახად სცდებოდა კანონით გათვა­ლისწინებულ ფარგლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომონიტორინგს აწარ­მოებდა კერძო კომპანია და ინსპექტო­რის მანდატი იმ დროისათვის კერძო სექტორზე ჯერ კიდევ არ ვრცელდე­ბოდა, ვიდეოთვალთვალის არეალის მასშტაბისა და ათასობით მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, ინ­სპექტორის აპარატმა მიმართა ორ­განიზაციას და კანონის დაცვისაკენ მოუწოდა, რის შედეგად, მეტროსად­გურებში განხორციელებული ვიდეოთ­ვალთვალის ჩანაწერების ონლაინტ­რანსლირება შეწყდა”, – ვკითხულობთ დოკომენტში.

ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, რო­დესაც ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება სცილდებოდა კა­ნონით გათვალისწინებულ მიზნებს, როგორიცაა უსაფრთხოების, საკუთრებისა და საიდუმლო ინფორმაციის, ასევე, არასრულწლო­ვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.

 

“ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული ჩანაწერები არ ინახებოდა მიზნის ადეკვატური და პროპორციული ვადით, არ იყო დადგენილი ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებთან წვდომის წესი და უსაფრთხო­ების ზომები.

საჯარო და კერძო ორ­განიზაციები შენობების გარე პერი­მეტრისა და შესასვლელის მონიტო­რინგის გარდა, ვიდეოთვალთვალის სისტემებს ხშირად დაუსაბუთებლად იყენებენ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა კონტროლისათვის, მაშინ, როდესაც კანონის თანახმად, სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყე­ნება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ კანონიერი მიზნე­ბის სხვა საშუალებით მიღწევა შეუძ­ლებელია.

ამასთან, დასაქმებულთა უმრავლესობა წერილობითი ფორმით არ არის ინფორმირებული კონტროლის განხორციელებისა და მათი უფლებების შესახებ.

 

ინსპექტორთან კონსულტაციის შედეგად, ცალკეულმა ორგა­ნიზაციებმა შეწყვიტეს ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მოპოვებული მონაცემების – თანამშრომელთა შენობაში შესვლა-გასვლის აღრიცხვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის და­ კისრების მიზნით გამოყენება და წერილობით გააფრთხილეს თა­ნამშრომლები მიმდინარე ვიდეოკონტროლის შესახებ”, – წერია ანგარიშში.

ინსპექტორის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები კერძო ორგანიზაციე­ბის მიერ განხორციელებული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების გამოთხოვისას მოთხოვნას არ ასაბუთებდნენ, აგრეთვე, არ წა­რადგენდნენ შესაბამის კანონიერ საფუძველს (გამომძიებლის/ პროკურორის დადგენილებას ან სასამართლოს განჩინებას), რაზეც კონკრეტულ ორგანიზაციებს გაეწიათ კონსულტაცია.

“პრაქტიკამ დაადასტურა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვიდეოთვალთვალის განხორციელების საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლო­ბა. სწორედ ამ საჭიროებასა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება ქუჩაში, საჯარო და კერძო დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის რეგულირებასთან დაკავშირებით.

2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მი­ერ მიღებული კანონით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ვაკუუმი. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის რეგულირების ქვეშ მოექცა პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადო­ებრივ ტრანსპორტსა თუ გაჩერებასთან, ასევე, სხვა თავშეყრის ადგილას ვიდე­ოთვალთვალთან დაკავში­რებული საკითხები და და­წესდა გამაფრთხილებელი ნიშნების თვალსაჩინო ად­გილას განთავსების ვალდე­ბულება. საკითხის აქტუალობი­დან გამომდინარე, ინსპექ­ტორის აპარატმა მოამზადა და გაავრცელა რეკომენდა­ციები ვიდეოთვალთვალის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს კანონის არაერთგ­ვაროვანი ინტერპრეტაციის პრევენციას და ორგანიზაციათა ინფორმირებას ვიდეოთვალთვა­ლის განხორციელების პრინციპების, მონაცემთა უსაფრთხოებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *