ახალი ამბები

ფოთის მერი სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

17 მარტი, 2015 •
ფოთის მერი სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ კანონით დადგენილ ვადაში სახალხო დამცველის ოფისს არ მიაწოდა ინფორმაცია უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგების თაობაზე.

 

ამის გამო ომბუდსმენმა შეადგინა 2015 წლის 18 თებერვალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, განმარტავს ომბუდსმენის ოფისი.

 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას აქტიურად იყენებს რეკომენდაციების, წინადადებების განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი