ახალი ამბები

ბარბის მწარმოებელმა გენდერულად ინკლუზიური სათამაშოები გამოუშვა

25 სექტემბერი, 2019 •
ბარბის მწარმოებელმა გენდერულად ინკლუზიური სათამაშოები გამოუშვა

ამერიკული კომპანია Mattel-მა, რომელსაც Barbie-ს იდეა ეკუთვნის, გენდერულად ნეიტრალური სათამაშოების წარმოება დაიწყო.

“სამყარო იარლიყების გარეშე“ – ასე წარადგინა კომპანიამ სათამაშოების ახალი ხაზი “Creatable World” . ამ კრებულში ბავშვებს თავად შეეძლებათ თოჯინების “აწყობა“ – მათთვის თმების, ტანსაცმლისა თუ აქსესუარების შერჩევა.

მოცემულ კრებულში ზოგიერთი ნივთი ფემინურობასთან ასოცირდება, ზოგიერთი კი, მასკულინობასთან. სათამაშოს მთავარი იდეა არის ის, რომ სურვილის შემთხვევაში ბავშვებს ამ ნივთების ერთმანეთში შერევა თავისუფლად შეეძლოთ.

“ჩვენ ვხედავთ ამ ხაზს, როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ დავიწყოთ დიალოგი სათამაშოს იდეის გარშემო. ამ სათამაშოებით ჩვენ ვეხმიანებით სამყაროს, რომელიც ინკლუზიურობის პოზიტიურ ზეგავლენის აღქმასა და აღნიშვნას იწყებს. ჩვენ გვჯერა, რომ სათამაშოების ეს ხაზი თავისუფალია იარლიყებისგან და ბავშვებისთვის დაწესებულ რაიმე წესებისგან“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი CNN-თან.

სათამაშოების ხაზში სულ 6 კრებულია და თითო 30 აშშ დოლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი