“2014 წელს ინსპექტორის აპარატმა საკუთარი ინიციატივით შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვრის კვეთის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. პროცესში აღმოჩნდა, რომ საზღვრის კვეთის დროს, ხდებოდა ყველა მგზავრისათვის ფოტოსურათის გადაღება და მათი ასახვა მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში. ფოტოსურათის გადაღება ხდებოდა საზღვრის გადაკვეთის ყველა შემთხვევაში სტანდარტულად, მაშინაც კი, როდესაც პირის მიმართ არ არსებობდა რაიმე ეჭვი ან/და მონაცემთა ბაზაში ასახული იყო პირის იდენტიფიცირებისათვის გამოსადეგი ხარისხის ფოტოსურათი. შემოწმების პროცესში სამინისტრომ დაიწყო ახალი სტანდარტის დანერგვა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საზღვარზე ფოტოგადაღება მოხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში”, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამასთან, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდა ვიდეოთვალთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნებიც.
Mygov.ge-ზე განთავსბეული მონაცემების მიხედვით, საზღვრის კვეთისას მოქალაქეს ფოტოებს 2009 წლიდან უღებდნენ.