კატეგორიის გარეშე

საქართველოში სამეცნიერო კვლევებში უფრო მეტი ქალია ჩართული, ვიდრე კაცი – სტატისტიკა

25 სექტემბერი, 2019 •
საქართველოში სამეცნიერო კვლევებში უფრო მეტი ქალია ჩართული, ვიდრე კაცი – სტატისტიკა

2018 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 56 დაწესებულება, საიდანაც 47 ერთეული წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 128.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობამ 15 522 შეადგენა, რომელთაგან 11 174 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევრები. მკვლევრების 53 პროცენტი ქალია, ხოლო 47 პროცენტი- კაცი.

მკვლევართა 65.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.1 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 4.2 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო კაცებში – 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე.

მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 745 ერთეულს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 500-მდე კაცია დასაქმებული.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მკვლევრების განაწილება სამეცნიერო სფეროების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი