იმის მიუხედავად, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან, საგანმანათლებლო პროგრამების მითითება თუ შეცვლა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ოფიციალური, 16 მარტის მონაცემით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ასევე, ბოლო მონაცემით, საგრანტო კონკურსისათვის 2 ათასზე მეტი სტუდენტი და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 8 ათასამდე კანდიდატი დარეგისტრირდა.
გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.ge-ზე მიმდინარეობს.