09:00 სასტუმრო “რედისონში” სახელმწიფო აუდიტის სამსახური 11 ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტს უმასპინძლებს.
თემა: სახელმწიფო ვალის მართვის ელექტრონული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის შედეგები.
10:00 “დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” დევნილთა სამინისტროსთან აქციას შეუერთდება.
თემა: ვარკეთილის დევნილების პრობლემების წამოწევა და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა.
ლელა გულედანი – 599939563
10:30 სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ” სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ნინო გვენეტაძესთან შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება.
11:00 საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგ 11:15 საათზე, ვიზიტის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გააკეთებენ.
მედიის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში 10:30 საათზე უნდა მივიდნენ.
მის: გენერალ კვინიტაძის ქ. #20
11:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.
11:00 თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” დახურული სხდომა გაიმართება, რომელზეც “თბილისის განვითარების ფონდის” თავმჯდომარე თემურ ხომერიკია მიწვეული.
11.30 “საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს და ქუთაისში, პარლამენტის შენობაში საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული გამოფენა-პრეზენტაციის გამართვას კიდევ ერთხელ სთხოვს.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი რეალობისთვის” დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: როგორ არიან დასაქმებულები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მუნიციპალიტეტებში მაღალ თანამდებობებზე.
11:30 “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
11:45 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 21 მარტის აქციაში თემურ ალასანიას ჩართულობა.
12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი მედიასა და საზოგადოებას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშს წარუდგენს.
12:00 დაბა ასპინძაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილეს მიულოცავენ და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 თბილისის პარლამენტის შენობის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
12:00 კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძე დიდუბის რაიონის გამგებელს ირმა ზავრადაშვილს დიდუბის რაიონში, გაფრინდაულის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გააცნობს.
12:00 მირანდა მანჯგალაძე, შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” კომპანიის დირექტორი, რომელიც ჯარის კვებას უზრუნველყოფს, პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას ახალი კომპანიის გეგმებს, მიზნებსა და ამოცანებს გააცნობს.
მის.: გამსახურდიას გამზ. #41, მე-3 სართული, ჟვანიას სახ. მოედანთან, ჰიპერმარკეტ “გალაქსის” შენობა
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქართულ სასამართლო სივრცეში კეზერაშვილი პოზიციებს თმობს – ახალი დეტალები.
13:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციის “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართება, რომლის თავმჯდომარე ლალი მოროშკინა იქნება.
13:00 მოსკოვიდან დაბრუნებული უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მისი მისამართით არსებულ კითხვებზე უპასუხებს. მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
13:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გერმანიაში ბასა ჯანიკაშვილისა და დათა თავაძის პიესების დადგმის შესახებ, ასევე ავსტრალიაში ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალში “FRINGE WORLD FESTIVAL” ქართული დასის წარმატების თაობაზე შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.
13:00 თბილისის პარლამენტის შენობის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
14:00 პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელმომწერ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (ბიუროს ოთახი)
14:00 საქალაქო სასამართლოში, 34-ე ოთახში, მოსამართლე ილონა თოდუა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელთა ადმინისტრაციულ სარჩელს განიხილავს.
14:00 თბილისის პარლამენტის შენობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახში (#638) სხდომა გაიმართება.
14:00 თბილისის პარლამენტის შენობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სათათბირო ოთახში სხდომა ჩატარდება.
14:00 თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
14:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
14:30 თბილისში, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
15:00 თბილისის პარლამენტის შენობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სათათბირო ოთახში (#518) სხდომა ჩატარდება.
15:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პროექტის “შეხვედრის საბა-ბი” პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
15:00 რუსთაველის თეატრში გაიმართება “ყრუ-მუნჯთა კავშირის” წევრთა შეკრება.
16:00 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატი 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნის საღამოს გამართავს.
მის.: ვაჟა ფშაველას გამზ. №29, III კორპუსი, III სართული.
16:00 თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება.
16:30 ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია “ენერჯი გრუპი”-სა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დავა განახლდება.
17:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნანა თათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით ,,ბავშვებისთვის””.
მის: სიონის ქ. #8, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი.
19:00 თბილისის საკრებულოში ჟურნალის Copyright მეთერთმეტე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.

![ანონსი: 17 მარტი [2015] ანონსი: 17 მარტი [2015]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000038331.jpg)



