პარლამენტარის თქმით, აქციაში მონაწილობით მათ საფრთხის წინაშე დააყენეს იმ საჯარო სამსახურის ავტორიტეტი, რომელშიც მუშაობენ.
კორძაიას განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ საქართველოში პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს ევროპის კონვენციას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ კონვენციის შესაბამისად შეიქმნა.
ევროპის სასამართლო ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს აქვთ პოლიტიკური ნეიტრალურობის ვალდებულება, ანუ მათ აქვთ თვითშეზღუდვის ვალდებულება, განმარტავს თამარ კორძაია.
“საჯარო მოხელეები, როგორც წესი, არიან პროფესიონალები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მომსახურებას უწევენ ადამიანებს, პოლიტიკურად მოტივირებულ აქციებში მონაწილობას საჯარო მოხელეებს კანონი პირდაპირ არ უზღუდავს, მაგრამ ამან შესაძლოა მომავალში ზიანი მიაყენოს საჯარო სამსახურის, იმ ადამინისტრაციული ორგანოს ნდობას, რომელშიც კონკრეტული ადამანები მუშაობდნენ, ვინც დაარღვია პოლიტიკური ნეიტრალურობა და გამოვიდა აქციაზე.
პარლამენტარი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის წევრი მიმართავს გამგეობას კონკრეტული მოთხოვნით, რომელზეც გამგეობა უარს მისცემს, მას მაინც ვერ დაარწმუნებ, რომ ადამიანი, რომელიც მას ჯოხს უქნევდა ან ლანძღავდა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური იყო მისი საკითხის განხილვისას.
“მე რომ ვიყო მათი უშუალო ხელმძღვანელი, ამ საკითხს დისციპლინური წარმოების წესით მინიმუმ დავაყენებდი”, – ამბობს კორძაია.
გუშინ ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობისა და ორგანიზაცია “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ოფისებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და “საზოგადოებრივი მოძრაობის დარბაზის წევრებმა აქცია გამართეს.
აქციაზე მისული იყვნენ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და ზუგდიდის მერიის თანამშრომელი.
თავდასხმების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციის ცნობით, დაპირისპირების დროს 7 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაშავდა.