ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინის და ალმაზბეკ ატამბაევის შეხვედრა [ფოტო/ვიდეო]

16 მარტი, 2015 •
ვლადიმერ პუტინის და ალმაზბეკ ატამბაევის შეხვედრა [ფოტო/ვიდეო]

შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.  მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის თაობაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ “ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა ჭორების  გარეშე”. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი კი ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამბობს, რომ “რუსეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ დადის, მანქანასაც მართავს და სტუმრებსაც ასეირნებს”.

10 დღეზე მეტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ არ გამოჩენილა. იმის მიუხედავად, რომ ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტის გადადების შემდეგ კრემლმა ოციფიალურად უარჰყო გავრცელებული ინფორმაცია პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, ხოლო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ მუშაობს პუტინი, მოქალაქეების ნაწილი მაინც აგრძელებდა პუტინის ჯანრთელობის საკითხის განხილვას.

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოსტანტინოვსკის სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო. პრეზიდენტებმა ყირგიზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.© EPA .16.03 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი