ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტი 2.2 მილიონით იზრდება

24 სექტემბერი, 2019 •
პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტი 2.2 მილიონით იზრდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით ეზრდება. ამას ითვალისწინებს 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტში საქართველოს მთავრობამ წარადგინა.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით”, – ნათქვამია მთავრობის დასაბუთებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი