ახალი ამბებირეკლამა

სიახლე – კორეული კოსმეტიკა „მიზონი“ ექსკლუზიურად PSP-ში გაიყიდება

24 სექტემბერი, 2019 • 4904
სიახლე – კორეული კოსმეტიკა „მიზონი“ ექსკლუზიურად PSP-ში გაიყიდება

რა გსმენიათ ჰელიქსის ჯიშის ლოკოკინებზე? ალბათ, ბევრი არა. კორეული ბრენდის, “მიზონის” შემქმნელები კი კვლევებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აღნიშნული ლოკოკინას ექსტრაქტისაგან მიღებული კოსმეტიკით კანის დაბერების პროცესის შეფერხებაც კი შესაძლებელია. თუ ეს თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს და კოსმეტიკის გამოცდასაც გადაწყვეტთ, ამის საშუალებას საქართველოში PSP გაძლევთ.

დღეიდან ქართველ მომხმარებელს კორეული ბრენდის, “მიზონის” ლოკოკინას მუცინის ექსტრაქზე დამზადებული ნატურალური კოსმეტიკის შეძენა ექსკლუზიურად PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეუძლია. PSP-სა და “მიზონის” თანამშრომლობის დაწყება 20 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს და სტუმრებს კოსმეტიკის საკუთარ თავზე გამოცდის საშუალებაც მისცეს.

„მიზონი“ მსოფლიოში ცნობილი კორეული კოსმეტიკური ხაზია, რომელიც ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტზე მზადდება ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპისთვის. სწორედ ეს კომპონენტი ახდენს კანის სწრაფ და ეფექტურ აღდგენასა და დაჭიმვას; უზრუნველყოფს მის სიჯანსაღეს და აქვს ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი. „მიზონის“ კოსმეტიკა ათობით სხვადასხვა, სახის კანის მოვლის საშუალებას მოიცავს.

“PSP ლიდერი კომპანიაა, ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ ლიდერ ბრენდებთან ვითანამშრომლოთ. საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა კორეული ბრენდები, სწორედ ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ბრენდ “მიზონის” შემოყვანა ბაზარზე. ვფიქრობთ, ამით გავახარებთ ქალბატონებს და არა მარტო მათ, რადგან კანის რეგენერაცია და ჯანმრთელი კანი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ “მიზონი” უკვე PSP-ს ქსელშია,” – ამბობს თორნიკე გურული, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი.

საქართველოში „მიზონის“ წარდგენას მისი მწარმოებელი კომპანია PFD-ის აღმასრულებელი დირექტორი ქუანგ ნანგუნგიც დაესწრო:

“მიზონის მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო მომხმარებლისთვის საყვარელ ბრენდად ქცევა. ჩვენი პროდუქციის მთავარი მიზანია, რომ იყოს ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის. სწორედ ამიტომ 12 წლის წინ შეიკრიბა სილამაზის სფეროს არაერთი წარმომადგენელი და შექმნეს ისეთი პროდუქტი, რომელიც ჯანსაღი და ნათელი კანის საწინდარი იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას PSP-სთან, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი ქსელი საქართველოში და საუკეთესოა თავის სფეროში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან თანამშრომლობა. ამ ეტაპზე მიზონი წარმოდგენილია 58 ქვეყანაში და გვიხარია, რომ მათ შორის არის საქართველოც,” – განაცხადა მან.

საქართველოში კორეის დროებითი რწმუნებული კიმ სე ვუნგი კი დარწმუნებულია, რომ ამ ორ კომპანიას შორის დაწყებული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და ბიზნესურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

“ის, რომ კორეის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი დაუკავშირდა საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ბრენდს, თავისთავად უკვე დიდი მოვლენაა. საქართველოს და კორეას საკმაოდ დიდი ხანია აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. კონკრეტულად ეს შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდი წარმატებისა და გაღრმავებული ურთიერთობის საწინდარი იქნება, “ – აცხადებს რწმუნებული.

PSP-ში ამბობენ, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ-კორეული ბიზნესურთიერთობების დაწყებაში და მომავალში ამ კუთხით საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი