ახალი ამბები

კოსაჩოვს, რომელსაც გაეროს ასამბლეაში მონაწილეობა უნდა მიეღო, აშშ-ის ვიზა არ მისცეს

24 სექტემბერი, 2019 •
კოსაჩოვს, რომელსაც გაეროს ასამბლეაში მონაწილეობა უნდა მიეღო, აშშ-ის ვიზა არ მისცეს

რუსეთის რამდენიმე სენატორს, მათ შორის, საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს თავმდჯომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს, რომლებსაც გაეროს ყოველწლიური ასამბლეის 74-ე სესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, აშშ-ის ვიზა არ მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული Tass ავრცელებს. 

კოსაჩოვი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ აშშ-ის მხარემ დროულად ვერ გააფორმა ვიზები, რითაც დაარღვია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი მოვალეობები.

“ეს არის აღმაშფოთებელი აქცია, რომელსაც არც ახსნა აქვს და არც გამართლება“, – დასძენს კოსაჩოვი და ამატებს, რომ მასთან ერთად ვიზა რუსეთის დელეგაციის 10-მა წარმომადგენელმა ვერ მიიღო.

კოსაჩოვი ასევე ამბობს, რომ რუსული მხარე ამ საკითხს გაეროს სამდივნოსთან აუცილებლად განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი