„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაქირავებული გოშიები, ახალგაზრდა, უწიგნური ბავშვები აანონსებენ ჩემი საკუთრების ხელყოფის შესაძლებლობას. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიცვა ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები და ჩემი ქონება. თუ შემთხვევა ვნახე, რომ ჩემს საკუთარ ქონებას, ღირსებას და პატივს  ლახავენ, ბუნებრივია მე გამოვიყენებ იმ ძალას, რა ძალის გამოყენებაც შემიძილია კანონით. 


პერსონალური შეურაცხყოფა, დედის გინება, ფეისბუქზე მიწერა და მეილების გაგზავნა, არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა ჩემს მიმართ. იყო დარბევები, იყო მიტინგებზე ცემა, წამება, ციხეში გაგზავნა, მაგრამ დედის გინება – ეს არის აუტანელი.“

 

მურმან დუმბაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება  მოქალაქეს არ იცავს, ის ვალდებულია თავად დაიცვას თავი.

 

მურმან დუმბაძეს დღეს მაღაზიაში იარაღი არ შეუძენია, რადგან როგორც განაცხადა, შესაბამისი მარკის იარაღი ბათუმში მდებარე სამონადირეო მაღაზიას არ აღმოაჩნდა.


მურმან დუმბაძე იარაღის მაღაზიაში
მურმან დუმბაძე იარაღის მაღაზიაში


 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *