ახალი ამბები

შსს: ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება პროვოკაციის შედეგად მოხდა

16 მარტი, 2015 •
შსს: ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება პროვოკაციის შედეგად მოხდა

“გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ”, – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

 

უწყების ცნობითვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით, მიმდინარეობს მედიის საშუალებით გავრცელებული ვიდეოფირების შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი