მინისტრის თქმით, ეს განკარგულება პუტინმა მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში გამოსცა. შემოწმებაში 38 000 სამხედრო პირი, 3360 ერთეული სამხედრო ტექნიკა, 41 გემი, 15 წყალქვეშა გემი, 110 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 16 მარტს ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს სანკტ-პეტერბურგში შეხვდება. 10 დღეზე მეტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ არ გამოჩენილა. იმის მიუხედავად, რომ ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტის გადადების შემდეგ კრემლმა ოციფიალურად უარჰყო გავრცელებული ინფორმაცია პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, ხოლო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ მუშაობს პუტინი, მოქალაქეების ნაწილი მაინც აგრძელებს პუტინის ჯანრთელობის საკითხის განხილვას.
