“სასტიკი წინააღმდეგი ვარ სკოლაში ნებისმიერი გავლენების თუ ძალადობრივი სცენების ჩვენების. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ფაქტით დავინტერესდებით განათლების კომიტეტში”, – განაცხადა ჩაფიძემ.
“ოდიშის” ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. “ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ”.
ტელევიზიის სიუჟეტში ზუგდიდის მე-4 და პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობებნ, რომ ისინი ჩვენებაზე სკოლის მასწავლებელმა [დამრიგებელმა] მიიყვანა, თან ისე, რომ წინასწარ შეადგინა სია და ბავშვებს ხელი მოაწერინა იმის დასტურად, რომ მათ ნამდვილად სურდათ იქ მისვლა. ამასთან, ბავშვების განმარტებით, მასწავლებელს მათთვის არ უთქვამს, რომ ფილმის სანახავად მიდიოდნენ. ერთი მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა უთხრა, რომ გამგეობასთან იგეგმებოდა შეხვედრა, ხოლო მეორე მოსწავლის თქმით, ღონისძიების მიზანი თვითონ მასწავლებელმაც არ იცოდა.
საკითხზე მოკვლევის ჩატარებას განათლების სამინისტროც აპირებს.