ახალი ამბები

ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ

15 მარტი, 2015 •
ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ

როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

შსს-ში განმარტავენ, რომ დაზარალებულებს შორის არიან როგორც “ქართული ოცნების”, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ორგანიზაცია “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ხელმძღვანელმა ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ოფისს ხელკეტებით შეიარაღებული ადამაინები დაესხნენ თავს, რომელთა შორის “ქართული ოცნების” აქტივისტები და თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული პირებიც არიან. სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ ადამიანები კარს და შენობაში შედიან. ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი მუხლითაც, შსს-ში ასე პასუხობენ:


“ჯერჯერობით იმ მუხლით არის გამოძიება დაწყებული, რომელზეც უკვე გითხარით და დანარჩენს რაც შეეხება, პოლიცია ვითარებას ეცნობა”, – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი