ახალი ამბები

“ქართული ოცნება”: მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, არ აყვნენ ენმ-ს პროვოკაციას

15 მარტი, 2015 •
“ქართული ოცნება”: მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, არ აყვნენ ენმ-ს პროვოკაციას

“პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.


დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში, ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში, რომელსაც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანლობს. როგორც ნადარეიშვილი ფეისბუკზე წერს,  ოფისს “ქართული ოცნების” მხარდაჭერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები დაესხნენ თავს, რომელთა ნაწილი ხელკეტებით იყო შეიარაღებული.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი