ნადარეიშვილმა რუსთავი 2-თან სატელფონო საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის მოტივი 21 მარტის ნაციონლაური მოძრაობის აქციაა, რადგან მას ეუბნებოდნენ, თუ რატომ მიყავს ხალხი ამ დემონსტრაციაზე.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით კი, თავდასხმა მათი პარტიის ზუგდიდის ოფისზეც განხორციელდა.
“ჩვენი პასუხი იქნება მშვიდი და წყნარი. 21 მარტს ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას, პოლიტიკურ პროცესს, რომლეიც დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმის აღსასრულით და ამ სამარცხვინო მთავრობის გადადგომით”, – განაცხადა გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
არის თუ არა მომხდართან დაკავშირებით ვინმე დაკავებული, ან გამოძიება დაწყებული? – ჯერჯერობით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
“პოლიცია არის შემთხვევეის ადგილზე. სწავლობს დეტალებს, თუ რა და როგორ მოხდა. ამიტომ მოგვაინებით გავაკეთებთ დეტალურ კომენტარს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში.