საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. თუმცა ამ ჩანაწერს უგულავას ადვოკატები და პროკურორები განსხვავებულად კითხულობენ: უგულავას ადვოკატების თქმით, ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანი 9 თვეზე მეტხანს იჯდეს ციხეში განაჩენის გარეშე, ხოლო პროკურორების განამრტებით, 9-თვიანი ვადა ყოველი ახალი საქმიდან აითვლება. საბოლოოდ მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა პროკურატურის არგუმენტები გაიზაირა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ საერთო სასამართლოებში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება. თბილისის ყოფილმა მერმა იგივე მოუწოდა მის მხარდაჭერებსა და თანაპარტიელებსაც.
“არც ერთ სხდომაში აღარ მივიღებ მონაწილეობას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის ფარსი. რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ამას გასაგებ ქართულ ხალხურ ენაზე ჰქვია კონსტიტუციის გაუპატიურება. ცალსახად წერია კონსტიტუციაში, რომ 9 თვეზე მეტი არ შეიძლება პატიმარი იყოს ადამიანი”, – განაცხადა უგულავამ და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა:
“ყველაზე სახიფათო არის, როდესაც საზოგადოებას მოატყუებ, როცა ოქროს მთებს შეჰპირდები და ცისფერ მთებს შეაჩეჩებ, დღევანდელი საქართველოს სიტუაცია სწორედ ასეა, ოქროს მთების ნაცვლად ცისფერი მთები მივიღეთ. ეს არის კლასიკური ლურჯი მელიას მმართველობა საქართველოში, ადამიანი, რომელიც ყველას ატყუებს და პასუხისმგებლობა არაფერზე აქვს აღებული”.
პროკურატურამ უგულავს ბრალი გუშინ დაუმძიმა.