სტადიონზე მომხდარი აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა “თავისუფალმა ზონამ” გაავრცელა. შსს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, კანონმდბელობის რომელ მუხლთან მოდიოდა წინააღმდეგობაში პლაკატის სტადიონზე შეტანა. ასევე, დაიწყო თუ არა გენინსპექციამ ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტების შესწავლა. უწყებაში დასძენენ, რომ ზემოხსენებული პირი (ონისე გერგედავა) დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის საფუძველზე:
“მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”.
მუხლი 177. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე, აგრეთვე შესაბამისი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა, ან ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, მოწყობილობის, ხანძრის ავტომატურად აღმოსაჩენი და ჩასაქრობი საშუალებების გამოყენებისა და შენახვის წესების დარღვევა – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – ორ მინიმალურ ოდენობამდე”.
საქართველომ რუსეთი 33:0 დაამარცხა. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
“რთული თამაში იყო, თუმცა ჩვენ 60 წუთი დაცვაში ეფექტურად ვთამაშობდით. ფავორიტებმა გაიმარჯვეს. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში სასიამოვნო იყო და ის, რომ რაგბი პოლიტიკასთან კავშირში არ არის”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა.