ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს

14 მარტი, 2015 •
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს

შესაბამის განცხადებას აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს: 

 

„შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული.“

 

პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. 

 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი – დაუმძიმდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი