22 სექტემბერს, ბათუმში, ფესტივალ Ad Black Sea-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ფესტივალზე ჯამში 135 ჯილდო გაიცა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, ფესტივალის გრან პრი კი გადაეცა სააგენტო Voskhod-ს.
ვიდეოში, რომელიც სააგენტომ ტელეარხ „დოჟდისთვის“ მოამზადა, ნაჩვენებია ტყუპი ბავშვების ამბავი. მათგან ერთი „დოჟდს“ უყურებს მეორე კი – ტელეკომპანია „რასიას“ . ბავშვებს პასუხები კითხვებზე: ვინ ვართ ჩვენ? რა არის გენდერული თანასწორობა? ვინ არიან რუსეთის მტრები? – სხვადასხვანაირი აქვთ.
ვიდეოს მთავარი მესიჯია – „ჩვენ ვართ ის, რასაც ვუყურებთ“.
სარეკლამო სააგენტო Voskhod-ი ასევე წლის საუკეთესო დამოუკიდებელ სააგენტოს აღიარეს.
ფესტივალის საუკეთესო ქართული საგენტო WINDFOR’S-ი გახდა.
ჯამში წელს ფესტივალის საკონკურსო ნაწილში 700-ზე მეტი განაცხადი შევიდა. მათგან ჟიურის წევრებმა ქართულ სააგენტოებზე შემდეგნაირად გაანაწილეს პრიზები:
საუკეთესო კონკურსში:
- WINDFOR’S – „ძე“ – (სოციალური კამპანია და ქველმოქმედება)
- WINDFOR’S – სარგებელი და ემოცია– (ბრენდის გარემოება და დიზაინი)
ოქროს პრიზიორები:
- ABK – Mose’s Roller – (სხვა მომხმარებლის პროდუქტი)
- Watergunz – Sound Of Indifference – (ხმის დიზაინი)
- Watergunz – Sound Of Indifference – (PR კამპანია)
- Watergunz – Sound Of Indifference – (კრეატიული კამპანია ქველმოქმედებისთვის)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (მუსიკალური ნაწილი)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (პროდუქტის დიზაინი და არტ დაირექშენი)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია)
ვერცხლის პრიზიორები:
- ABK – Mose’s Roller – (პრინტი & ხელნაკეთი გამოცემა: არტ დაირექშენი)
- HOLMES&WATSON – Nair Nairi Octopus – (შეფუთვა)
- Walter Thompson Metro – Ordinary Santas – (კინემატოგრაფია)
- Walter Thompson Metro – Home That Fits More – (ვიზუალური ეფექტები)
- Walter Thompson Metro – Ordinary Santas – (პროდუქტის დიზაინი, არტ დაირექშენი)
- Walter Thompson Metro – Challenging Discounts – (პრომოუშენი)
- Leavingstone – Working Dead – (ტექსტი)
- Leavingstone – Knowledge Leads To Freedom – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
- METRO PRODUCTION – Born Independent – (სოციალური პსუხისმგებლობა /იმიჯი)
- Redberry – Hear Me Anthem – [FMCG]
- Watergunz – Sound Of Indifference – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
- Watergunz – Sound Of Indifference – (მუსიკა)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – [PROMOTION & ACTIVATION CAMPAIGNS]
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (PR კამპანია)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – [USE OF SPECIAL EVENTS, STUNTS, SPONSORSHIP, PROMOTIONS]
- WINDFOR’S – Dinner With Georgia – [CREATIVE EFFECTIVENESS FOR CHARITY/NON-PROFIT]
ბრინჯაოს პრიზიორები:
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (პროდუქტისა და ბრენდის ინტეგრაცია)
- WINDFOR’S – Benefits & Emotions – (PR კამპანია)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (ილუსტრაცია და ფოტოგრაფია)
- WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (კორპორატიული ბრენდინგი)
- Watergunz – Sound Of Indifference – (პროდუქტის დიზაინი, არტ დაირექშენი)
- Watergunz – Want to eat something delicious? – (ვიზუალური ეფექტები)
- Redberry – Hear Me Anthem – (პრომოუშენი)
- Redberry – Hear Me Anthem – (რადიო &აუდიო: კასტი & პერფორმანსი)
- Redberry – Hear Me Anthem – (კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) / კორპორატიული იმიჯი)
- METRO PRODUCTION – Born Independent – (მუსიკა)
- METRO PRODUCTION – Born Independent – (დაირექშენი)
- Leavingstone – Knowledge Leads To Freedom – (PR კამპანია)
- Leavingstone – Knowledge Leads To Freedom – (ინტეგრირებული ბრენდის კამპანია)
- Leavingstone – Working Dead – (არხის კამპანია)
- Kollektiv – Tbilisi Architecture Biennial – (კორპორატიული ბრენინგი)
- ABK – Grab Popcorn – (პროდუქციის დიზაინი, არტ დაირექშენი)
- ABK – Grab Popcorn – (სინემატოგრაფია)
- ABK – Grab Popcorn – (დაირექშენი)
გაიგე მეტი ფესტივალის შესახებ: კრეატიულობა, ჰუმანიზმი და სისადავე რეკლამაში – საერთაშორისო ფესტივალის ქრონიკა
წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებდა. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.
_______________
მთავარი ფოტოზე: კადრი WINDFOR’S-ის ვიდეოდან ZDe
