ახალი ამბები

მარი მესხმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის დირექტორის პოსტი დატოვა

13 მარტი, 2015 •
მარი მესხმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის დირექტორის პოსტი დატოვა

“მე გიდასტურებთ, რომ დავტოვე თანამდებობა, ვინაიდან გადავედი აკადემიურ სექტორში. მე დავიცავი დისერტაცია და მინდა უფრო მეტი დრო აკადემიურ საქმიანობას დავუთმო. მანამდეც მქონდა ლექციები თსუ-ში, თუმცა ახლა უფრო მეტი დატვირთვით ვიმუშავებ უნივერსიტეტში”, – აცხადებს მესხი.


მარი მესხი/რადიო თავისუფლების ფოტო
მარი მესხი/რადიო თავისუფლების ფოტო


მისივე თქმით, ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია და დირექტორის მოვალეობებს მისი მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე ასრულებს.

 

მარი მესხის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა თებერვლის ბოლოს.


“ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 6 თვეა მიღებული მაქვს. მე ჩემი ბიოგრაფია მაქვს და ჩემს მეუღლესთან არც დანიშვნა ყოფილა დაკავშირებული და არც ჩემი წასვლა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი