ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 5 პირი სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა

13 მარტი, 2015 •
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 5 პირი სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა

აქცია პარლამენტში 12 მარტს დანიშნულ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომას უკავშირდებოდა, რომელზეც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმყოფებოდნენ. კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით ორგანიზაცია “თავისუფალმა ზონამ” პარლამნეტის ყველა შესასვლელთან აქცია გამართა. მათ ტრანსპარანტებზე ეწერათ “ნოლარ ხადური”,”ბიძინა წადი”, ნოდარ წადი”. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა დაპირისპირება მაინც მოხდა. “თავისუფალი ზონისა”  და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გუშინდელ კომიტეტის სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ესწრებოდნენ და “თავისუფალმა თაობამ” მათ წინააღმდეგ გამართა კონტრაქცია პარლამენტთან.

 

პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა, ერთი მათგანი გუშინვე გაათავისუფლა, მათი სასამართლო პროცესი დღეს, 13 მარტს გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ზვიად კუპრავა, ჯობი სიბაშვილი, კობა სიბაშვილი და იანა აიდოიანი 100-100 ლარით დაჯარიმა, ფარნაოზ ჭკადუას მიმართ კი სამართალწარმოება შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი