აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული კანდიდატის საჩივრის განხილვისა და სასამართლო პროცესის პარალელურად, მშვიდობისა და აფხაზურ საზოგადოებაში უთანხმობების დაძლევის მიღწევისთვის, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციტივით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიას სასულიერო პირებმა ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთი წყალი მოაფრქვიეს. სასულიერო პირები პარალელურად ლოცვებს კითხულობდნენ.
როგორც ბესარიონ აპლია, აფხაზეთში პრორუსული ეკლესიის ხელმძღვანელი აცახდებს, მათი მხრიდან აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში რთული პოლიტიკური სიტუაციის დაძლევის მიზნით წარმოიშვა.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული კანდიდიტი ალხას კვიცინია სასამართლოში არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას ითხოვს. სასამრთლო პროცესები რამდენიმე დღეა გრძელდება. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამარჯვებული კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერია.