კომისიის ცნობით, საკითხის არსებითი განხივლვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ არასათანდო რეკლამის დამკვეთისთვის სანქციის დაკისრების შესაბამისი უფლებამოსილების არქონის გამო კომისია შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ წინააღმდეგ სანქციას ვერ გამოიყენებდა, რის გამოც არ დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა.
„მაგთიკომი” მიიჩნევს, რომ „მობიტელის“, იგივე „ბილაინს“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას. „მაგთიკომი“ ითხოვდა, რომ კომისიას განეხილა აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ცნობით, გამართულ სხდომაზე კომისიამ მოისმინა როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და სამართლებრივი დეპარტამენტების, ასევე კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დასკვნები და დაპირისპირებული მობილური ოპერატორების პოზიციები.








