სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1433 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აქედან, ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარი იყო (26%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 1109 მლნ. აშშ დოლარი (2 %-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის ცნობით, აღნიშნული მონაცემები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშავა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 23 მარტს.