ახალი ამბები

ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე იან კელი წარადგინა

13 მარტი, 2015 •
ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე იან კელი წარადგინა

“მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემს შემცვლელად ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს”, – ნათქვამია ამჟამინდელი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, თბილისში ახალი ელჩი ზაფხულის მიწურულს ჩამოვა, როცა ნორლანდის სამწლიანი ვადა ამოიწურება.

 

“პროფესიული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია იმ ადგილის დატოვებაზე ფიქრი, რომელიც გაიცანი და შეიყვარე, მაგრამ ეს ამ პროფესიის თვისებაა. გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე”, – ნათქვამია ნორლანდის განცხადებაში.

იან კელი
იან კელი

 

კელი იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთოში, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ავრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. კელის ასევე ეჭირა სპიკერის პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროში 2009-10 წლებში.

 

რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო 2012 წლიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი