ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პარლამენტში ეკონომკური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა:
“გადასახადების გაზრდა სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა ხელისუფლება ამის განხორციელებას არ გეგმავს. მთავრობა ფისკალური ექსპანსიისა და მეტი ლიბერალიზაციის მომხრე და მხარდამჭერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს”.
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსმა საქართველოს მთავრობას გადასახადების გაზრდა შესთავაზა:
“გადასახადების გაზრდისთვის შესაძლოა საქართველოში საუკეთესო დრო არ იყოს, მაგრამ მთავრობას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება: მთავრობამ ორი მიმართულებიდან ერთი უნდა აირჩიოს იმისთვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არ გაიზარდოს. მაშინ გარკვეული გადასახადების განაკვეთები უნდა გაიზარდოს, ან შემცირდეს ბიუჯეტში ხარჯები. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება მოუწევვს მთავრობას. ეს მათი პრეროგატივაა.”
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით საქართველოში 23 თებერვალს ჩამოვიდა. მისიამ ვიზიტი 4 მარტს შეაჯამა. სსფ-ს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკავშილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. სსფ-ს მორიგი მისია საქართველოს მაისში ეწვევა.