“რაც შეეხება ვიზების საკითხს, თუ რატომ დავუჭირე მხარი, მე არ ვაპირებ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა და როგორ იყო. მე, როგორც მთავრობის წევრი, სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას. ვაპირებთ ადმინისტრაციული პრობლემების გამოსწორებას. პირველ რიგში ადმინისტრაციული სისტემა არ დახვდა მზად ამ ცვლილებებს. ასევე მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას ვაპირებთ, რათა ბინადრობის უფლებების გაცემის ნაწილში მნიშვნელოვნად გაიოლდეს სიტუაცია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.