ახალი ამბები

მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვაკის გამგებლად ინიშნება

12 მარტი, 2015 •
მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვაკის გამგებლად ინიშნება

“დარწმუნებული ვარ, რომ ვაკელებს ძალიან კვალიფიციური და გულისხმიერი გამგებელი ეყოლებათ, რომელითაც ვაკის მოსახლეობა აუცილებლად იმაყაებს”, – განაცხადა ნარმანიამ აბაშიძის წარდგენისას

 

2013-2014 წლებში ლაშა აბაშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, მანამდე – გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

 

 

 

მარგველაშვილის განათლების მინისტრად მუშაობის დროს ლაშა აბაშიძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო.  

 

 

 

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2007-2010 წლებში “საქართველოს რკინიგზაში” ოპერაციათა მართვის უფროსად და შესყიდვების სააგენტოს უფროსად მუშაობდა. შემდეგ დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს-განვითარების უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. 

 

 

 

ლაშა აბაშიძე 2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებარივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით სწავლობდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი