ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ქართულ მხარესთან უკანასკნელ გამშვებ პუნქტს კეტავს

18 სექტემბერი, 2019 • 2405
ცხინვალი ქართულ მხარესთან უკანასკნელ გამშვებ პუნქტს კეტავს

ცხინვალის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ერთადერთი გამშვები პუნქტი “პერევი”, რომელიც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებდა, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე დღით ჩაიკეტა.

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება. მსგავს შეზღუდვებს ცხინვალი სხვადასხვა დღესასწაულზე აწესებს.

იქამდე ცხინვალმა ქართულ მხარესთან გადასასვლელი ორი გამშვები პუნქტი – “რაზდახანი” და “სინაგური”- კონფლიქტისპირა ზონაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განუსაზღვრელი დროით ჩაკეტა.

აღნიშნული გადასასვლელებით ახალგორის მოსახლეობაც სარგებლობდა. ახალგორის რაიონს ცხინვალი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი