ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კახა კალაძე “ენგურჰესის” საკითხზე აფხაზეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

12 მარტი, 2015 •
კახა კალაძე “ენგურჰესის” საკითხზე აფხაზეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

“შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა. განხილული იქნა საკითხები, რომლებიც ორივე მხარეს აინტერესებდა. ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება,” – განაცხადა “ჩერმომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ. 

 

მოლაპარაკებები ენგურჰესის აფხაზურ ტერიტორიაზე გაიმართა. განხილვებში აფხაზური მხარიდან მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, ასევე, “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, პარლამენტარი ახრა ბჟანია და გალის რაიონის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილე ილია ელოშვილი, მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ენერგოსისტემის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი