ახალი ამბები

პრემიერი: ბიზნესმენები აცხადებენ, რომ გასული წელი იყო ყველაზე წარმატებული მათთვის

12 მარტი, 2015 •
პრემიერი: ბიზნესმენები აცხადებენ, რომ გასული წელი იყო ყველაზე წარმატებული მათთვის

„ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, რაც პრაქტიკულად შეეხო ყველას, მათ შორის საქართველოს. სწორედ ამ ფონზე არის განსაკუთრებით აღსანიშნავი ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მთავრობის მიმართ,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს.

„გამოიკვეთა სამი უმსხვილესი სექტორი, რომლის წილმა 2014 წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – გადამამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ აშშ დოლარით. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის IV კვარტალში 349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის IV კვარტლის წინასწარ მონაცემებს აღემატება 61 პროცენტით,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, გასულ წელს ზრდა პრაქტიკულად ყვლა სექტორში დაფიქსირდა.

“ჩვენ გვაქვს კონტაქტი ბიზნესმენებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წელი იყო ყველაზე წარმატებული მათთვის, ყველაზე მეტად შემოსავლიანი წელი იყო. მაგრამ, მოდით, თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს რეგიონში არის მთლიანად, ასევე ევროპა განიცდის კრიზისს. ჩვენ უნდა სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ტელევიზიების დიდი ნაწილი ხელს უწყობს იმას, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი