ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება რუსული მედიის კრიტიკული ტონით უკმაყოფილოა

18 სექტემბერი, 2019 • 1664
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება რუსული მედიის კრიტიკული ტონით უკმაყოფილოა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება “ეხო მოსკვის” რადიოსადგურის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებისგან, რომელიც ეხება აფხაზეთსა  და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

საქმე ეხება რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” გადაცემა “48 წუთს”, სადაც წამყვანმა ალექსეი ნარიშკინმა და მისმა სტუმარმა 11 სექტემბრის ეთერში აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს.

“აღნიშნულმა გადაცემამ ბუნდოვანი შთაბეჭდილება შექმნა. ერთი მხრივ, იყო აფხაზეთში მიმდინარე ამბების ობიექტური და პროფესიონალური ანალიზი სტუმრის, მიხაილ გუსმანის მხრიდან, მეორე მხრივ, წამყვანი მთელი ეთერის განმავლობაში ცდილობდა, მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, მთლიანობაშიკი რესპუბლიკის ირგვლივ ნეგატიურად ესაუბრა. ცდილობდა სიტუაციის პროვოცირებას, ამახინჯებდა ფაქტებს და სტუმარს ხშირად აწყვეტინებდა. არ იყო შესაბამისად მომზადებული და ავლენდა აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ უცოდინრობას. მსგავსი პრაქტიკა “ეხო მოსკვის” რადიოეთერისთვის დამახასიათებელი გახდა და ჩვენს სერიოზულ წუხილს და გაურკვევლობას იწვევს. გარდა ამისა, შეცდომაში შეჰყავს საკუთარი აუდიტორია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო საგარეო უწყება მოუწოდებს რადიოსადგურის ხელმძღვანელობას და მის ცალკეულ ჟურნალისტებს, “უარი თქვან არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც აფხაზეთის შესახებ საინფორმაციო სივრცეში ცნობიერად არის მიმართულიბსიტუაციის დამახინჯებისკენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი