ახალი ამბები

საკრებულოს წევრი ცილისწამების შესახებ კანონის აღდგენას ითხოვს

11 მარტი, 2015 •
საკრებულოს წევრი ცილისწამების შესახებ კანონის აღდგენას ითხოვს

მანჯავიძემ ამ საკითხზე მერიაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიაში კარგი პროცესებიც ვითარდება და ცუდიც, თუმცა მოვლენების ისე წარმოჩენა, რომ ყველაფერი თავზე გვენგრევა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.


“თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ გააუქმა კანონი ცილისწამების შესახებ. მე პირადად ვმუშაობ და ამ ხელისუფლებისაგან აუცილებლად მივაღწევ იმას, რომ ეს კანონი მიიღონ. უდანაშაულობის პრეზუმფციის მასობრივი დარღვევა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა მანჯავიძემ.



მასალების გადაბეჭდვის წესი