ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ლორა თორნტონის, NDI-ის ხელმძღვანელის თანახმად, ეს არის ბოლო 10 წელიწადში ამ ქვეყანაში ამ კითხვაზე მსგავსი პასუხის ყველაზე დიდი მაჩვენებელი.
30% ფიქრობს, რომ არ იცვლება მაგ მიმართულებით არაფერი, 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.