აძინბამ განაცხადა, რომ საზღვარზე ამ მხრივ არსებული სიტუაცია ქვეყნის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.
“ჩვენ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან ამ საკითხისადმი პასუხისმგებლიან მიდგომას მოვთხოვთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერთან ერთად სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ენერგეტიკის მინისტრი, საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |