ახალი ამბები

პროექტი saygeocell.ge დასრულებულია

10 მარტი, 2015 •
პროექტი saygeocell.ge დასრულებულია

კომპანია “ჯეოსელმა” saygeocell-ის მეშვეობით ბილბორდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათის და გზავნილის გამო დღეს 10 მარტს ბოდიში მოიხადა. მოქალაქე ირაკლი ყიფიანმა ბილბორდის საშუალებით გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც წერია “ეროვნული აქცია- გეორსკიევსკის ლენტა, მახსოვს, ვამაყობ”. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპანიას და ჰკითხა, როგორ აპირებს “ჯეოსელი” შეტყობინებების კონტენტის გაკონტროლებას, რომ ბოდიშის მოხდა კვლავ არ მოუწიოს, რაზეც პასუხად მივიღეთ:

 

“გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი არის პირველი პრეცედენტი ახალი ტიპის სოციალური მედიის დანერგვისა, ჯეოსელის მიერ ორგანიზებული ეს კამპანია თავიდანვე დაგეგმილი იყო, როგორც დროებითი: 3-დან 9 მარტამდე. გზავნილების მიღება დამთავრებულია. რაც შეეხება გზავნილების ფილტრაციას, როგორც წინათ მოგახსენეთ, ამას უზრუნველყოფდა თავად პროექტის ავტორი კომპანია”

 

saygeocell.ge პროექტის თანახმად, ყველა მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლოთ  ვებ-გვერდზე say.geocell.ge -ზე შესვლა,  ფოტო/ტექსტის ატვირთვა და თავისი გზავნილი გაეშვა ჯეოსელის თავისუფალ ბილბორდზე, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 34-ში, ჯეოსელის ოფისთან. გზავნილების ეკრანზე განთავსება ყოველ საღამოს, 7 საათიდან იწყება. თითოეული გამოგზავნილი მესიჯი ბილბორდზე ქვეყნდება  მხოლოდ ერთხელ, 30 წამიდან 3 წუთამდე პერიოდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი