ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი 11 მარტს მერებს შეხვდება

10 მარტი, 2015 •
ირაკლი ღარიბაშვილი 11 მარტს მერებს შეხვდება

“ამ შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა მიმდინარე პროექტებზე და ამ პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრს მივაწოდებ ამომწურავ ინფორმაციას იმ პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია”,- ამბობს თბილისის მერი დავით ნარმანია. 

 

ჟურნალისტების შეკითხვას, ისაუბრებენ თუ არა პრემიერი და მერები რეგიონებში განსახორციელებულ პროექტებზე, რომელთა გამოც ფონდიდან ფულის ხარჯვა, ნოდარ ხადურის განცხადებით, არ დაწყებულა, ნარმანიამ უპასუხა:

 

“მე არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ პროექტებზე იქნება საუბარი.  ჩვენ მზად ვართ პრემიერის ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ”.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფულის ხარჯვა არ არის დაწყებული. ხადურის შეფასებით, შესაძლოა შეფერხება ბიუროკრატიულმა მექანიზმმა განაპირობა: 

 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს. უკვე 82 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ჯერჯერობით ათვისება არ არის. აქ მექანიზმია ცოტა ბიუროკრატიული, როოგრც ჩანს, და ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავთ საკრებულოებთან და გამგებლებთან შეხვედრას და გვინდა, რომ ეს საკითხები დეტალურად გავიაროთ. მათ შორის შესაძლებელია გუბერნატორების მეტი აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით.” 

 

ნოდარ ხადურის ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, ის გამგებლები, ვინც რეგიონებში პროექტების განხორციელებას შეაფერხებენ, დაისჯებიან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი