ახალი ამბები

პრეზიდენტი: საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა მათი ინიციატივით გადაიდო

10 მარტი, 2015 • • 957
პრეზიდენტი: საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა მათი ინიციატივით გადაიდო

მანამდე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით. ამას საპარლამენტო ოპოზიციაც ითხოვა, მათ შორის ენმ და თავსიუფალი დემოკრატები. რიგგარეშე სხდომის ჩატარების იდეას მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილი არ ეთანხმებოდა.


„ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა უმრავლესობის ლიდერი, რომლის თხოვნითაც შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ფრაქციის წარმომადგენლებს შორის გადაიდო. ვვარაუდობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს შეხვედრა კვლავ დაინიშნება. ჩვენთვის უცნობია შეხვედრის გადადების მიზეზები, თუმცა დავით საგანელიძის თხოვნით აღნიშნული შეხვედრა გარკვეული დროით გადაიდო“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თინათნ მჟავანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,  საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი