“საქართველოს შემოსავლების სამსახურების აუდიტორებმა შეამოწმეს კომპანია, “ენერგო პროს” დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა. კომპანია ნაწილს დაეთანხმა და ნაწილზე დაიწყო დავა. გასული კვირის ხუთშაბათს ერთ-ერთ დავას მეც ვესწრებოდი, “ენერგო პროს” ვთხოვეთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რის შეეგადაც რაღაც ნაწილში დავეთანმეთ, რაღაც ნაწილში – არა.
“ენერგო პროსთან” არსებობს დავის მესამე ნაწილიც, რომელზეც კომპანიამ დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. მინდა გითხრათ, რომ კომპანია მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და საინტერესო საინვესტიციო წინადადებებიც აქვს. რაც შეეხება “ენერგო პროსთან” საგადასახადო შემოწმების კავშირს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან, თვითონ კომპანიის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ეს არის ცალკე საგადასახადო ქეისი, რომელსაც ამ თემასთან კავშირი არ აქვს”,- ამბობს ნოდარ ხადური.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კლიენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და, შესაბამისად, თუ რა დავალიანება დაეკისრა კლიენტს, ეს არის საგადასახადო საიდუმლოება.
ჩეხეთის მედიამ 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია გადადო, რომელიც 10 მარტს უნდა გამართულიყო.lidovky.cz-ის ცნობით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზამორალეკი ჩეხური კომპანია “ენერგო პრო-ჯორჯიას” ინტერესების დაცვას ცდილობს, რომელსაც ქართველოს მთავრობასთან უთანხმოება აქვს. გამოცემის ცნობით, ენერგო პრო-ჯორჯიას საქართველოს ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი. გამოცემის ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია დეკემბრიდან მოყოლებული უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, რომ გადადონ საკითხის განხილვა. მისი თქმით, სახელმწიფო რესურსებს საფრთხე ემუქრება.