ახალი ამბები

როგორც ამ ეკლესიის შვილი, თავს შევიკავებ, ღამის 01:00 სთ-ზე შევაფასო მისი ქმედებები – ხაზარაძე

16 სექტემბერი, 2019 • 2322
როგორც ამ ეკლესიის შვილი, თავს შევიკავებ, ღამის 01:00 სთ-ზე შევაფასო მისი ქმედებები – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ როგორც ამ ეკლესიის შვილი ღამის პირველ საათზე, ბლიც ინტერვიუს დროს საპატრიარქოს ქმედებების შეფასებას არ დაიწყებს. ამის შესახებ მან “მთავარი აქცენტების“ ეთერში თქვა მაშინ, როდესაც წამყვანებმა, ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ, მას საპატრიარქოს ქმედებების შესახებ კითხვა დაუსვეს.

ხაზარაძე ამბობს, რომ მისი აზრით, ამ ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით სერიოზულად დააზიანა ეკლესია, რაც მისი განმარტებით, “სასულიერო დასისა და მრევლის ერთობაა“. კითხვაზე, თუ როგორ იქცევა საპატრიარქო ახლა და მიაჩნია თუ არა მას ეს ქმედებები სწორად, ხაზარაძე ამბობს:

“მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრ ნიჭიერ და შეჭმარიტ მართლმადიდებელ მამაოსთან მაქვს ურთიერთბა, ამიტომ, მე თავს შევიკავებ, როგორც ამ ეკლესიის შვილი ღამის პირველ საათზე, ბლიც ინტერვიუში შევაფასო, ეკლესია როგორ იქცევა,“ – აცხადებს ხაზარაძე.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ ეს იყო “სკანდალი, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააზიანა ეკლესია“.

“მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პროვოკაციული რამ და მიმაჩნია, რომ თუნდაც, იმის გამო, რომ სახელმწიფოებრივი ხედვა გაქვს და გიყვარსშენი ქვეყანა…. მით უმეტეს, რომ მე არ ვიცი სამართლებრივი ამებბი და არ შემიძლია შევაფასო.. მე ვფიქრობ, რომ ეს სკანდალი, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააზიანა ეკლესია შეიძლებოდა, რომ თავიდან აგვერიდებინა.მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც მე ვნახე და ჩემს თავზე გამოვცადე ჩვენი მართლმსაჯულება, რომელიც მაინც მეგონა, რომ ახალგაზრდა ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული და სადღაც-სადღაც სამართალი არსებობს.

მით უმეტეს, ამ პირობებში, ეს იყო ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, იმიტომ, რომ ინსისტუტი, რომელსაც აქვს ამხელა ნდობის მანდატი… პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ თუ გადავრცით დღემდე, ჩვენმა ეკლესიამ და მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა აქამდე. მე დარწმუენბული ვარ. თავისუფლებისთვის ბრძოლამ და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი