ახალი ამბები

ანონსი: 10 მარტი

10 მარტი, 2015 •
ანონსი: 10 მარტი

10:30 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, ინდმეწარმე თამარ ქართველიშვილი და მისი ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: რატომ უჩივის ქართველიშვილი თბილისის მერიას და რა ქონება წაართვეს მას.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

10:30 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

11:00 ნაძალადევს რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყებას თბილისის მერი დავით ნარმანია და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დაესწრებიან და შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ
მის: მანჯგალაძის ქ. #19, ყოფილი მე-3 (რკინიგზის) საბავშვო ბაგა-ბაღის ტეტრიტორია

 

11:00 იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულთა ერთობა “იბერიელთა კავშირი” თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
მის: შარტავას ქ. #7

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: დედაქალაქის მერის დაბარება საკრებულოში.
მის: თავისუფლების მოედანი #2

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 21 მარტის აქცია, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, გვენეტაძის კანდიდატურა.

11:00 “პირველ პრესკლუბში”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივა.
მის: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

 

11:30 საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის მერის, დავით ნარმანიას მისვლა საკრებულოში; ხმაურზე დაწესებული სანქციები.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:30 “პირველ პრესკლუბში”, “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი, 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე რიმა ბერაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკრებულოსა და მერიაში განვითარებული მოვლენები.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში მოძრაობა “ახალი რეალობისთვის” დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი პრემიერის განცხადებაზე მერებისა და გამგებლების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ირმა ინაშვილის განცხადება.

12:00 თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემები”.
მის.: გაგარინის მოედანი, მელიტონ ქანთარიას ქ. #11 ა

12:00 სასტუმრო “ვერე პალასში” გაიმართება საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან.

12:00 საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის გაფორმდება შეთანხმება 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 4.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კაიტანი.
მის.: გორგასლის ქ. #16, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, VI სართ.

12:00 “პირველ პრესკლუბში”, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (“აფბა”) პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ლარის კურსის განსაზღვრის მექანიზმი სპეკულაციის რისკს შეიცავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

12:00 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყობა.

12:30 “პირველ პრესკლუბში”, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის მიერ, უკრაინული ძალოვანების გამოყენება, 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში კახა ძაგანია 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე ბრიფინგს გამართავს.

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: მარტში დაგეგმილი აქციები.

13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს და ბაგა-ბაღებიდან ამოღებულ გაფუჭებული პროდუქტების ნიმუშებს ჟურნალისტებს წარუდგენს.

 

13:00 “პირველ პრესკლუბში” “სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “ომეგას” და “იბერიასთან” დაკავშირებული საქმეები, სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 21 მარტს დაგეგმილი აქცია და სამზადისი.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

14:00 კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) პროგრამის CPPA (Certified Public Policy Analyst) პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე რიჩარდ ნეიდერი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურნალ “ამერიკის” პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმოხილვის წამყვანი რედაქტორი ჯონ იშიამა დაესწრებიან.
მის.: აღმაშენებლის ხეივანი #240
საკონტაქტო პირი ბექა კოკაია – 577 96 47 48

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრეტიული საქართველოსთვის” მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

16:00 კულტურის სამინისტროში მოეწყობა პრესკონფერენცია, რომელზეც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

17:00 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და “კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ ორგანიზებული პროექტის “წერილობითი კონკურსის პრეზენტაცია სტუდენტებისათვის”.

 

18:30 სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, ტურიზმის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უცხოური მედის წარმომადგენლებს შეხვდება.

19:45 მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ოლენა ზერკალს შეხვდებ

მასალების გადაბეჭდვის წესი